ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ემანუელ მაკრონის ბრძანებით, საფრანგეთი უკრაინაში ჯარების განლაგებისთვის ემზადება” – რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური

“ემანუელ მაკრონის ბრძანებით, საფრანგეთი უკრაინაში ჯარების განლაგებისთვის ემზადება”,  – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ემანუელ მაკრონი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე ოცნებობს, რადგან მას სურს, რომ ისტორიაში, როგორც სამხედრო მეთაურის რანგში შევა.

„მისი ბრძანებით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში კიევის რეჟიმის მხარდასაჭერად 2000-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შემდგარი სამხედრო კონტინგენტის განლაგებისთვის ემზადება.

დანაყოფებს ფრანგული უცხოური ლეგიონის ჯარები ქმნიან, ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ლეგიონერები ამჟამად პოლონეთის უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში არიან განლაგებულები. ისინი ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადიან და იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას იღებენ. მათი ცენტრალურ უკრაინაში გადასროლა უახლოეს მომავალში იგეგმება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....