ახალი ამბები მთავარი

“დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში” – ნიკოლ ფაშინიანი

დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, კერძოდ, მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა  განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს ამ ეტაპზე ერთადერთი ვარიანტია, რომლის განხორციელებაც ქვეყანას დღესვე შეუძლია.

„წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში არასდროს გვქონია ასეთი წელიწადი და რვა თვე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს „ტრამპის გზის“ პროექტის განსახორციელებლად.

იტვირთბა....