ახალი ამბები მთავარი

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას” – საერთაშორისო გამჭირველობა საქართველო პარტიების აკრძალვის შესახებ

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს “ქართული ოცნების” პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას.- წერს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო  და პარტიების აკრძლავის თემას ეხმურება.
“„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს “ქართული ოცნების” პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია “ქართული ოცნება” იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს იმისთვის, რომ მისი ხელისუფლებაში გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს” –  ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....