ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთი წელია ხელისუფლებამ ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში” – სალომე ზურაბიშვილი

ერთი წელია ხელისუფლებამ ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“26 ოქტომბრიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. 1 წელია ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, სადაც შეძლეს, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში. ვერაფერი უშველის ამ რეჟიმს, რომელმაც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როდესაც ჩაატარა რუსული არჩევნების სცენარი” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....