ახალი ამბები მთავარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად 5 წლის ვადით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს.
დღევანდელ კონფერენციაზე, საბჭოს მოსამართლე წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა და მას 295-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დაგდა, რაც საბჭოს ერთი წევრი, ლევან ნემსაძე უზენაეს სასამართლოში გადავიდა. საბჭო ამ დროისათვის სრულად დაკომპლექტებულია.
იტვირთბა....