ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ძლიერი საქართველო – ლელო“ პარტიების ასაკრძალად მიღებულ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

„ძლიერი საქართველო – ლელო“ პარტიების ასაკრძალად მიღებულ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, შემდეგ კი სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წარადგენენ – ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტიციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ქმედება, პირველ რიგში ლახავს, ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
განსაკუთრებით აბსურდული და ანტიდემოკრატიულია კანონი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლს და საერთაშორისო ნორმებს“,- აცხადებს კუპრაძე.
იტვირთბა....