ეკონომიკა მსოფლიო საზოგადოება

რუსეთს ლენინის ნეშტის შენახვა წელს 13 მილიონი რუბლი დაუჯდება

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი ბოლშევიკების ლიდერის ვლადიმერ  ლენინის ნეშტის შენახვაზე წელს 13 მილიონ რუბლს დახარჯავს, რაც დაახლოებით 200 000 დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ადამიანი ლენინის ცხედრის დასაფლავებას მოითხოვდა. ახლახანს, რუსეთში კვლევა ჩატარდა, გამოკითხულთა 62% თვლის, ბოლშევიკების ლიდერი მიწას უნდა მიაბარონ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ლენინი 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა, მას შემდეგ მისი ნეშტი მოსკოვის მავზოლეუმში ინახება.

იტვირთბა....