ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების შემთხვევაში პასუხი იქნება ძალიან სერიოზული, თუ გამაოგნებელი არა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემასა და  რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღებით იარაღით დარტყმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის იარაღით რუსეთზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„ეს ესკალაციის მცდელობაა. თუ რუსეთის ტერიტორიაზე ასეთი იარაღით დარტყმები განხორციელდება, პასუხი ძალიან სერიოზული იქნება, თუ გამაოგნებელი არა. დაფიქრდნენ ამაზე“, – განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....