ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით — საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის“ – საერთეშორისო გამჭირვალობა სართვრლო

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების ასევე მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ – წერს საერთეშორისო გამჭირვალობა სართვრლო.

„ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო აკავებს. რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, დღემდე 70-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ ნაწილს უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. გუშინ აქციაზე 29 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ერთი პირი – სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით აღნიშნული პირების დაკავება ბოლო დღეებში მიღებული რეპრესიული კანონებით მოხდა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების ასევე მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ.
დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით — საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....