ახალი ამბები მთავარი

“ლუკოილის” და “როსნეფტის” აქციები დაეცა

რუსეთის ენერგოსექტორისთვის, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, Lukoil-ის და Rosneft-ის აქციები 4.16%-ით და 3.47%-ით დაეცა.

მოსკოვის ბირჟის ინდექსი 3.21%-ით დაეცა. სანქციებზე უარყოფითი რეაგირება მოახდინეს VTB-ის და Gazprom-ის აქციებმაც, სადაც ვარდნამ 2.25% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” ,“ლუკოილი”  და 34 შვილობილი კომპანია  დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი  ავრცელებს.

იტვირთბა....