დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან ყოველთვის კარგი საუბრები აქვს, მაგრამ ამას არაფერი მოაქვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა მომავალში შედგება.
ტრამპმა პუტინთან 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში ბუდაპეშტში შეხვდებოდნენ.
კრემლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

