ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციათა მე-19 პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
„ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ ჩვენი სანქციების მე-19 პაკეტი. ის შეეხება რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ორგანიზაციებს ინდოეთსა და ჩინეთში. ევროკავშირი რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს, რათა დესტაბილიზაციის მცდელობებს წინ აღუდგეს. პუტინს სულ უფრო უჭირს ამ ომის დაფინანსება“, – დაწერა კალასმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა სანქციების მე-19 პაკეტი შეათანხმეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, სლოვაკეთი იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა ბრატისლავამ მის შემოღებაზე თანხმობა განაცხადა.
We just adopted our 19th sanctions package.
It targets Russian banks, crypto exchanges, entities in India and China, among others.
The EU is curbing Russian diplomats’ movements to counter the attempts of destabilisation.
It is increasingly harder for Putin to fund this war.
— Kaja Kallas (@kajakallas) October 23, 2025

