ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა

აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” ,“ლუკოილი”  და 34 შვილობილი კომპანია  დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი  ავრცელებს.

“ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.

 

იტვირთბა....