ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რომელიც მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. მანამდე აქციის რამდენიმე მონაწილე იწვა გზის სავალ ნაწილზე და ავტომობილებს გავლის საშუალებას არ აძლედა, ასევე, ერთი აქტივისტი ავიდა საპატრულო პოლიციის ავტომობილზე.

აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა პარლამენტთან საავტომობილო გზა გახსნეს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი პირია დაკავებული. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება, თუმცა მოძრაობა აღდგენილია.

იტვირთბა....