ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

“ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

“სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა ასევე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მან უკვე შეაფასა რუსული კანონი და დაადგინა, რომ არსებული რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ტერმინები „უცხოური ძალა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ფართო და ბუნდოვანია, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ენიჭება გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება – მოითხოვოს პირადი მონაცემების გამჟღავნება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონსა და მის ეფექტებს განიხილავს ფარასთან და გრანტების კანონებთან ერთად, ვინაიდან, დადგენილი რეგულაციები ერთმანეთს ემატება, აწესებს გადაჭარბებულ ვალდებულებებს და მძიმე სანქციებს”- წერს ორგანიზაცია.
იტვირთბა....