ახალი ამბები მთავარი

“ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზია ამაღლობელის ხმას, არამედ თავისუფალი საქართველოს სულისკვეთებას” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის გადაცემას ულოცავს.

მისი თქმით, ეს ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზია ამაღლობელის ხმას, არამედ თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულისკვეთებას.

“ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას!
ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მის ხმას, არამედ თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულისკვეთებას – ერს, რომელიც გადაწყვეტილია გააგრძელოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის”, – სალომე ზურაბიშვილი.

იტვირთბა....