ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება, მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს!” – მარტა კოსი

“ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ – ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება, მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს!” – ასე ეხმაურეა სოციალურ ქსელ X-ზე მარტა კოსი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.

„ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ. როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება. ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს“, – წერს მარტა კოსი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ ხარკოვს პრემია „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელს და ბელარუსი ჟურნალისტს გადაეცათ.

იტვირთბა....