ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, ხანძარი გაჩნდა საბავშვო ბაღში, არიან დაშავებულები

რუსეთის მიერ ხარკოზე იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა საბავშვო ბაღში, დაშავებულები არიან ბავშვები, – ამის შესახებ ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი  აცცადებს.

ტერეხოვის თქმით, რუსეთმა ხარკოვს „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია. ქალაქში, სულ მცირე, სამი აფეთქება მოხდა.

როგორც ხარკოვის მერმა აღნიშნა, რუსეთმა იერიში მიიტანა ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღზე.

„საბავშვო ბაღიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია. ხანძარი ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათგან, სულ მცირე, ორი მძიმე მდგომარეობაშია“, – აცხადებს ტერეხოვი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....