რუსმა სამხედროებმა კიევზე კომბინირებული დარტყმა მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა დარტყმის შედეგების მასშტაბებზე ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების თანახმად დნეპრის რაიონში რაკეტა მოხვდა 16-სართულიან კორპუსს. მე-6 სართულზე გაჩნდა ხანძარი. გადარჩენილია 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.
„სამწუხაროდ, ნაპოვნია ორი ცხედარი,“ – ნათქვამია განცხადებაში. ამავე განცხადებაში ნახსენებია დარცინის რაიონიც, სადაც დრონით დარტყმის შედეგად 17-სართულიანი შენობის 11-დან 16-მდე სართულები იწვოდა. გადარჩენილია 15 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ასევე დაიწვა ორსართულიანი უძრავი შენობა – ხანძარი ლოკალიზებულია. დესნიანჯის და პეჩერსკის რაიონებში სამხედრო თავდასხმებისგან ოცამდე ადამიანია გადარჩენილი.
„მტრული შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ხუთი დაშავდა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის – ორი წლის ბავშვი,“ – აღნიშნა მერმა.

