aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამი გასროლა ფონიჭალაში – რას ჰყვებიან თვითმხილველები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფონიჭალაში  გუშინ მომხდარ თავდასხმაზე, რასაც ორი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა,  თვითმხილველები და დაღუპულთა ახლობლები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი  რუსეთში, კერძოდ მოსკოვში საქმიანობდა. მას საქართველოში მტრები არ ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში, ამგვარ ინფორმაციას გარემოცვა არ ფლობს.

ერთ-ერთი დაღუპული მამაკაცი თავდასხმამდე ახლობლის ქორწილისთვის იყო ჩამოსული. ქორწილამდე, ძმაკაცის სახელოსნოში მიდოდა მეგობართან ერთად, რა დროსაც, მანქანიდან გადმოსვლისას ესროლეს. მასთან ერთად ადგილზე მყოფი ორი კაციდან ერთი გარდაიცვალა, ერთი დაჭრილია.

თვითმხხილველებმა მწვანე „ოპელი“ დაინახეს და სამი გასროლის ხმა გაიგეს.

ავტოსახელოსნოში მომუშავე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, 47 წლის მამაკაცს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აღენიშნება.

შეგახსენებთ, გუშინ, ფონიჭალაში, მწვანე ფერის ”ოპელიდან“ უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტოსახელოსნოში მყოფებს გაუხსნეს. 40 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ერთი დაიჭრა. მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....