ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან, დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება

“იმის მიუხედავად, ხვალ 20:00 საათზე ვის რა გვაქვს დაგეგმილი, ვაჩვენოთ ძლიერი სოლიდარობა!
ვახო, ქეთა, ლევანი, შალვა – ჩვენი კოლეგები დაპატიმრებულები არიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო. იგივე საფრთხის წინაშე ვართ თითოეული ჩვენგანი. ამ ვითარებაში ჯერ კიდევ ცოცხალი და დამოუკიდებელი მედიის მიერ მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებების გავრცელება საკმარისი არ არის.
ამიტომ, ყველა, ვისაც გვაღელვებს ჟურნალისტების დატუსაღება, მათი გათავისუფლების, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონების გაუქმების მოთხოვნით, ვიკრიბებით ხვალ, 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან, რუსთაველზე. (ჟურნალისტებმა თან იქონიეთ პრესის ბარათები, უკანონოდ დაპატიმრებული კოლეგების ფოტოები)“, – წერს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
იტვირთბა....