“ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. ხედავდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანის ყოფნა გერმანიისთვის კონტრპროდუქტიული იყო.”- აღნიშნა თავის განცხადებაში ირაკლი კობახიძემ.
“არცერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობა, პირიქით, თუ გავიხსენებთ წინა ელჩებს, ყველას თავისი დადებითი წვლილი შეჰქონდა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თანამშრომლობას, პარტნიორობასა და მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. დარწმუნებული ვარ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ის ყველაფერი ძალიან მალე აღდგება.
არ ვიცი, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას გერმანიის ხელისუფლება, თუმცა, როდესაც ახალი ელჩი ჩამოვა, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

