” მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი. გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ, დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში – ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე, რომელიც გულისხმობს „კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას“.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კვირის ბოლომდე შევა.
“ისე, შეიძლება ოცსაც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სია და იქ გაიგებთ ყველაფერს” – ირაკლი კობახიძე.

