“კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი დააკავეს.
ყოველდღე ციხეში კიდევ ერთი ჟურნალისტი, აქტივისტი, მოქალაქე თუ პოლიტიკოსი ხვდება.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა რუსული სტილის კანონებისა და რეპრესიებისგან იხრჩობა. ევროპა არ უნდა გაჩუმდეს. შეაჩერეთ რუსული აგრესიის გავრცელება ევროპის კარიბჭეში.”- წერს X-ზე ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა.
ქეთა ციცქიშვილი გუშინ, 20 ოქტომბერს დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით.

