„გახარია – საქართველოსთვის“ წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტსაც წყვეტენ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ, – ამის შესახებ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
“ჩვენი დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია როგორც პარლამენტსა თუ საკრებულოებში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში ისმოდეს საქართველოს მოქალაქეების – ჩვენი რეგიონის მოსახლეობის განსხვავებული აზრი. სწორედ ამიტომაც გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან და ვიწყებთ აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო, წარმომადგენლობით ორგანოებში, რათა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა პოვოს ჩვენი მოსახლეობის რეალურმა მოთხოვნებმა, რათა ეტაპობრივად ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში“, – განაცხადეს აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა.

