პროევროპული აქციების დროს დაკავებულმა, ზვიად ცეცხლაძემ გლდანის ციხეში ევროკავშირის ელჩის ოფისიდან წერილი მიიღო.
წერილში, რომელსაც “დაფიონი” აქვეყნებს, წერია, რომ ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს და ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო – “მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით, როგორც რეპრესიების იარაღით დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ”.
“ძვირფასო ბატონო ცერცხვლაძე, გმადლობთ წერილისთვის, რომელიც გაუგზავნეთ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას.
ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა აღნიშნა, ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლასთან დაკავშირებით, მათ შორის — სამართალწარმოების სისტემის გამოყენებაზე დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ დევნის ინსტრუმენტად.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება — როგორც სამართლიანობის ძირითადი პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
ასევე გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეშფოთება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე — ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთი ხელშესახები სარგებელი. ბოლო ანგარიშში წარმოდგენილი ვიზის შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციების შესრულება შეფასდება ევროკომისიის მომდევნო ანგარიშში, რომელიც წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.”- წერია წერილში.
ორიგინალი ვერსია:
Mr Zviad Tsetskhladze
Address: Penitentiary Centre N8
7th Microdistrict, Gldani Massif
“Dear Mr. Tsetskhladze,
Thank you for your letter to the Delegation of the European Union to Georgia.
The EU Delegation, alongside other partner embassies has been closely monitoring the trials related to the ongoing protests . As stated by the HRVP spokesperson, the European Union is deeply concerned about the democratic backsliding in Georgia, including the instrumentalisation of the justice system as a tool of repression against independent voices. We call on Georgian authorities to release those unjustly detained and ensure the right to a fair trial , as a fundamental principle of justice and a key pillar of democratic governance
Thank you also for sharing your concerns regarding the visa-free travel between the EU and Georgia, a key tangible benefit of EU-Georgia relations. The compliance with the recommendations of the last visa suspension mechanism report will be assessed in the upcoming European Commission report before the end of the year”.

