ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დააკავეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს, ის დღეიდან 5 წლიანი სასჯელის მოხდას იწყებს, რომელიც სასამართლომ შეუფარდა.

სასამართლომ მას სასჯელი ლიბიიდან საარჩევნო კამპანიის თანხების მოზიდვისთვის შეუფარდა. 2007 წელს მან საკუთარ მოკავშირეებს უფლება მისცა, მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ. თავად სარკოზი ბრალს არ აღიარებს.

ნიკოლა სარკოზიმ სახლი მეუღლესთან, კარლა ბრუნისთან, ერთად დატოვა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა, მისი სახლის წინ შეკრებილნი იყვნენ მისი მხარდამჭერები და მის სახელს სკანდირებდნენ.

 

იტვირთბა....