CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში შეხვედრა, თუმცა, CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო დასრულების მიმართ

