ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბა ჯაფარიძეს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ნიღბის ტარების გამო დაკავებული საბა ჯაფარიძე სასამართლომ 6-დღიან პატიმრობაში გაუშვა.

მანამდე სასამართლოში, საბა ჯაფარიძემ განმარტა, რომ ის ე.წ. ელექტრონული ბორბლით გადაადგილდება, რომლის მოხმარების მკაცრი ინსტრუქცია ჩაფხუტისა და ქვეშ ბალაკლავის ტარებაა, თუმცა მისი თქმით, პარლამენტთან დგომისას სახე დაფარული არ ჰქონდა.

განმარტებისას მოსამართლემ დაკავებულ აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ აღნიშნული თემა “სულ არ აინტერესებდა”.

ყოველდღე მაგ ტრანსპორტით გადავაადგილდები. ჩაფხუტის შიგნით ბალაკლავა გვიკეთია. პარლამენტთან დგომისას სახე დაფარული არ მქონია. ამის მოტივი არც მაქვს. ყველგან ხმამაღლა ვაფიქსირებ, რომ იქ ვარ და არაფერი მაქვს დასამალი.

ცოტა მრცხვენია, რომ ამდენ ხალხი მოგაცდინეთ, მაგრამ 18 ოქტომბერს ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკიდან რომ მილიონები და ძვირფასეულობა ამოიღეს, სადღაც ეგ ყველაფერი და ჩემი ბალაკლავა ერთად მოხვდა ალბათ,” – განაცხადა სასამართლოში საბა ჯაფარიძემ. (“ნეტგაზეთი”)

საბა ჯაფარიძე დღეს დააკავეს. მას 18 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარების გამო, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

იტვირთბა....