ნოემბერში ახალი სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლასთან ერთად, გვექნება შესაძლებლობა გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
“მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უარესდება საქართველოში.
ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პერსონალური თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს.
ევროკომისია მიმდინარე წელს, მოგვიანებით წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ნოემბერში ახალი სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლასთან ერთად, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.

