სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ გიუმრის მერმა და მთავარმა არქიტექტორმა, წინასწარი შეთანხმებით, ქრთამი აიღეს.
საგამოძიებო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კონსპირაციული და კორუფციული სქემებით მოქმედების გასაგრძელებლად ქალაქ გიუმრის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს უთვალთვალებდნენ, რათა მოეპოვებინათ მათ შესახებ ინფორმაიცა, რითიც მათ აშანტაჟებდნენ.

