ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვსურს, პატივი ვცეთ ქართველი ხალხის მისწრაფებას, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე” – ჟან-ნოელ ბარო

გვექნება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. გვსურს, რომ შესაძლებელი გავხადოთ ქართველი ხალხის მისწრაფების პატივისცემა, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“საქართველოს საკითხზე დღეს გავმართავთ დისკუსიას. ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს მივცეთ წინსვლის საშუალება ევროპული გზისკენ, ჩვენ გვინდა, რომ ამ მისწრაფებას პატივი სცენ. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ განვიხილავთ და მივმართავთ საქართველოს მთავრობას“ – განაცხადა ჟან ნოელ ბარომ.

იტვირთბა....