ევროპული საბჭოს სხდომის წინ გერმანიის ელჩის გაწვევა, ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებსაც ველოდებით ბრიუსელიდან – “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოდან ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევას.
“ევროპული საბჭოს სხდომის წინ გერმანიის ელჩის გაწვევა, ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებსაც ველოდებით ბრიუსელიდან“ – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეიკრიბება, რომელიც საქართველოს საკითხს განიხილავს.

