ახალი ამბები მთავარი

“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის” – ევროპის სახალხო პარტია

ევროპის სახალხო პარტია ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეზოლუციას, რომელშიც ისინი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობენ და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამის გამო.

“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის, იმ სრულმასშტაბიანი კონსტიტუციური, პოლიტიკური და ადამიანის უფლებების კრიზისის გამო, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განცხადდა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 4 წელია იხდის უსამართლო პოლიტიკურ სასჯელს და 12-ზე მეტი პოლიტიკოსი და 80-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, დააპატიმრეს უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებების გამო. „ქართული ოცნების“ ქმედებები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მათ ფუნქციონირებას და არსებობას.
ევროპის სახალხო პარტია“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გრძელდება საჯარო მოხელეების დაშინება. ბევრი ადამიანი სამსახურიდანაც გაათავისუფლეს , რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას საქართველოში”
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს კონკრეტული ახალი თარიღი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იმუშავებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფოს მიტაცების პირობებში“ – წერია ევროპის სახალხო პარტია
იტვირთბა....