პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.
აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება – რეჟიმს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეაქვს.
15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:
სახის “ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაიფარავს;
იქონიებს “ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას”;
განზრახ შექმნის “დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის”;
მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა “საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას”.
იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევად ორგანიზატორი ჩაითვლება, მას 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

