თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, ისნის, ნაძალადევის, გლდანის, სამგორის და დიდუბის რაიონებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, თოფურიძის, კოსტავას, გელოვანის, საბურთალოს, ცინცაძის, იოსებიძის, კალანდაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ყაზბეგის, თამარაშვილის, ქუთათელაძის, პოლიტკოვსკაიას და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება წავკისის, ბოლო აღმართის, ოქროყანის, ავთანდილის და ამაღლების ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, სოფელ ოქროყანის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ზღვისუბნის, ჭყონდიდელის, საყვირის, ხუთწლედის, ზესტაფონის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ნინუას და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, მიქატაძის, კანდელაკის, საბაშვილის, გაგრის, ლიბანის, ქერჩის, ვარდისუბნის და ხერგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება ლოჭინის დასახლების, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.