ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ვნახე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ადგილობრივი თემების საკეთილდღეოდ. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ სპეტი მისიასთან ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდასაჭერად.
ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის პრინციპებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდე პოზიციებს“, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

