ჩემი ხასიათი მიმართულია ომების შეჩერებაზე და, როგორც ჩანს, ეს გამომდის. ჩვენ არ ვაპირებთ ომში ჩაბმას, თუმცა თუ ჩავერთვებით, მოვიგებთ მას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამის თქმით, როცა რვა თვეში რვა ომს აგვარებ, შესანიშნავი გრძნობაა.
„ყველას ეგონა, რომ მე ბრუტალური ვიქნებოდი. მეტიც, მახსოვს ჰილარი კლინტონი დებატებისას. მან თქვა, რომ მე ყველასთან ვიომებდი. თქვა, რომ ისეთი ხასიათი მაქვს, ომით ვარ მოცული. სინამდვილეში, ჩემი ხასიათი მიმართულია ომების შეჩერებაზე და, როგორც ჩანს, ეს გამომდის. ჩვენ არ ვაპირებთ ომში ჩაბმას, თუმცა თუ ჩავერთვებით, მოვიგებთ მას. ჩვენ არ ვიქნებით პოლიტიკურად კორექტულები. მშვიდობა ძალის მეშვეობით – სწორედ ესაა საქმე. აშშ-ს ახლა ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი არმია ჰყავს. ჩვენ გვაქვს შეიარაღება, რომელზეც ვერავინ იოცნებებდა. ვიმედოვნებ, არასდროს მოგვიწევს მისი გამოყენება…” – განაცხადა ტრამპმა.

