“არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ” – აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“პრეზიდენტო ტრამპ, ქნესეთი მოგესალმებათ თქვენ და თქვენს შესანიშნავ დელეგაციას იერუსალიმში, მარადიულ დედაქალაქში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ისრაელში მას შემდეგ, რაც თქვენ აღიარეთ იერუსალიმი ჩვენს დედაქალაქად და გადმოიტანეთ აქ საელჩო. მადლობა ამისთვის. უამრავი მიზეზი გვაქვს მადლობისთვის, თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ, მადლობა ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის გოლანის მაღლობებზე, მადლობა, რომ წინ აღუდექით ტყუილებს ისრაელის წინააღმდეგ გაერო-ში. მადლობა 2020 წლის სამშვიდობო გეგმაში ჩვენი უფლებების აღიარებისთვის იუდეასა და სამარიაში, ებრაელი ხალხის უძველეს სამშობლოში. მადლობა ისტორიული აბრაამის შეთანხმების გაფორმებისთვის. მადლობა, რომ გახვედით საშინელი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან. მადლობა სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის და მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, დაგეწყოთ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“. ეს არის ყველაზე შესაფერისი სახელი სამხედრო ოპერაციისთვის, რადგან თქვენ მართლაც დაამარცხეთ ისინი. ეს მხოლოდ ნაწილია სიისა, მაგრამ საკმარისია, რათა დაადასტუროს, რომ დონალდ ტრამპი არის უდიდესი მეგობარი ისრაელის სახელმწიფოსთვის, რომელიც თეთრ სახლში გვყოლია. არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ. გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი ლიდერობისთვის და შეთავაზების წარდგენისთვის, რომელმაც მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა მოიპოვა. წინადადება, რომელმაც დააბრუნა მძევლები და წინადადება, რომელიც ასრულებს ომს, ჩვენი ყველა მიზნის მიღწევით, რომელიც ჩვენს რეგიონში ისტორიული მშვიდობის გასავრცელებლად შესაძლებლობას ხსნის“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

