ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მზია ამაღლობელს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

12 ოქტომბერს, ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

საერთაშორისო ჯილდო პრაღაში, Forum 2000-ის 29-ე კონფერენციის გამხსნელ ღონისძიებაზე წარადგინეს.

ღონისძიებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

ღონისძიების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამაღლობელის ნაცვლად ჯილდო საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

“წელს ჯილდო გადაეცა ქართულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ავტოკრატიისკენ ქვეყნის ეტაპობრივ სვლას ეწინააღმდეგება და მის ერთ-ერთ სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივცემულ ჟურნალისტსა და დამოუკიდებელი ქართული მედიაპლატფორმების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორს”. – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....