7 ისრაელელი ტყვე ღაზიდან ისრაელში დააბრუნეს. ისინი “წითელ ჯვარს” გადაეცა.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ შვიდმა ისრაელელმა მძევალმა „ცოტა ხნის წინ გადაკვეთა ისრაელის სახელმწიფოს საზღვარი“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ნეთანიაჰუს ცოლი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დახვდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

