ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერევანში მომიტინგეებმა რუსეთის საელჩოს კვერცხები დაუშინეს

საპროტესტო აქცია ერევანში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. მომიტინგეები რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას აპროტესტებენ. ასობით ადამიანი რუსთის საელჩოსთან შეიკრიბა და შენობას კვერცხები დაუშინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მათი განცხადებით, სწორედ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვამ გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა პეტიცია შეიმუშავეს, სადაც რუსეთისგან აზერბაიჯანთან შეიარაღებით ვაჭრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.

იტვირთბა....