ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც დღეს გააკეთეს, ყველაფერი ბაჩო ახალაიაზე ზეწოლაა”- ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩოა ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. გამოკითხვის დაწყებამდე მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ანი ნადარეიშვილის განცხადები, მას თავადაც აინტერესებს რაზე უნდა დებარებინათ ის სუს-ში და აღნიშნავს, რომ ის, რაც დღეს მის ოჯახთან დაკავშირებით ხდება, ფსიქოლოგიური ტერორია.

“არანაირი საერთოდ, საერთოდ არანაირი, საერთოდ არ მჯერა მაგ სამალავების მეტიც, არანაირი კავშირი არ მაქვს და მე თვითონ ძალიან მაინტერესებს რას მკითხავენ. 

უბრალოდ ეს სპექტაკლი რაც დადგეს დღეს მთელი დღე, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენ ოჯახს გაუკეთეს დღეს, ამას ვუკავშირებ, ეს იქნება ალბათ ამ სპექტაკლის დასასრული დღეს. 

ერთადერთი ბინა, რაც ჩემ სახელზეა რეგისტრირებული და რაც გამაჩნია, არის შავიშვილის ქუჩაზე, რომელიც ყველამ კარგად იცით უკვე, ათასჯერ გააჟღერეს, ისიც ბანკშია ჩადებული და ისიც შეიძლება ხვალ და ზეგ აღარ მქონდეს. მეტი სხვა ბინა არ გამაჩნია. 

არ ვიცი, ჩემი მეგობარი, ზვიად გაგუა ბაჩოს გაყვა, ბაჩოსთან ერთად იყო დილით იქ [კრიმინალურ პოლიციაში], იმის მერე მე არ მინახავს და არ ვიცი, იქ მოაკითხეს და იქიდან წაიყვანეს როგორც ვიცი,” – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. 

იტვირთბა....