ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა.

ახალ მექანიზმს მხარი 518-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა.

გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი.

ახალი მექანიზმის მიხედვით, ევროპარლამენტს შეეძლება ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.

აქამდე, ძირითადად, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული მიზეზები იყო.

რეფორმის მომხსენებელმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა უნდა რეაგირებდეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესაბამისად.

გარდა ამისა, ახალი რეფორმის მიხედვით, ევროკომისიას შეეძლება არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის შეაჩეროს უვიზო რეჟიმი. მაგალითად, შესაძლოა, შეაჩერონ მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატებისთვის ან სამხედრო პირებისთვის.

როგორც მატიაზ ნემეცი აცხადებს, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით მოქალაქე არ უნდა დაზარალდეს.

 

იტვირთბა....