ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეეფარდათ.

პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერს, გვიან ღამით დააკავეს.

როგორც პროკურატურამ განაცხადა, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 პაატა მანჯგალაძეს კი ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....