ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

დღეს ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას უყრიან კენჭს

დღეს ევროპარლამენტი განიხილავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რომელიც გულისხმობს, რომ ევროპარლამენტს შეეძლება ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.

აქამდე უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული მიზეზები იყო.

რეფორმის მომხსენებელმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა უნდა რეაგირებდეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესაბამისად.

გარდა ამისა, ახალი რეფორმის მიხედვით, ევროკომისიას შეეძლება არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის შეაჩეროს უვიზო რეჟიმი. მაგალითად, შესაძლოა, შეაჩერონ მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატებისთვის ან სამხედრო პირებისთვის.

როგორც მატიაზ ნემეცი აცხადებს, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით მოქალაქე არ უნდა დაზარალდეს.

იტვირთბა....