ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები, ნული თანაგრძნობა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან 4 მილიონ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში” – განაცხადა პრემიერმა.

