კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭს, თანატოლმა ჭრილობა, ხელში, ბასრი საგნით მიაყენა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

