aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილებს რუსეთში მცირე ბიზნესი ჰქონდათ და შესაძლოა, მკვლელობა სწორედ მათ ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს.

მათივე თქმით, გარდაცვლილები საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს, რომ მწვანე ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანამ ტერიტორია დიდი სისწრაფით დატოვა.

„უცებ შემოვარდნენ მწვანე „ოპელითო“, მოკლეს და წავიდნენო. არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. გარდაცვლილებს რუსეთში ბიზნესი ჰქონდათო ამბობენ, სხვა არაფერი ვიცი“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მკვლელობა ფონიჭალაში დღეს, ერთ-ერთ ავტოსერვისში მოხდა. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა, ერთი კი – მძიმედ დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული, სწორედ საკუთარი ავტომობილის შესაკეთებლად იყო მისული. რაც შეეხება მამაკაცს, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიჭრა, ავტოსერვისის თანამშრომელია.

გარდაცვლილების ცხედრები ექპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

წყარო: info9

იტვირთბა....