სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დაკავებულია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ აღნიშნულ ინფორმაციას.
“მისი დაკავების ფაქტს გიდასტურებთ. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ახლაც მიმდინარეობს ღონისძიება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

